თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ბლოგპოსტი – „ვის ეკუთვნის საქართველო: დავით იაკობაშვილი – კეზერაშვილის კომპანიების ახალი მესაკუთრე" – გამოაქვეყნა. „2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დავით იაკობაშვილმა, თბილისში დაბადებულმა, მაგრამ რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, რომელიც შვედეთის პასპორტით სარგებლობს, რამდენიმე სარეკლამო და ენერგეტიკული კომპანია შეიძინა, რომლებსაც, ჩვენი ინფორმაციით, მანამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა (ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით). როგორც ირკვევა, 2011 წლიდან იაკობაშვილი რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს ოფშორული ჰოლდინგები ფლობს, იაკობაშვილის ცნობადობა კი ქართულ საზოგადოებაში ძალზე დაბალი იყო, მისი კავშირები მხოლოდ მთავრობის ცვლილების შემდეგ გახდა საჯარო", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად
წყარო: transparency.ge