თბილისი. 30–31 ივლისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა
„შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის" პროგრამის ფარგლებში შერჩეული საპილოტე
ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგების თემები იყო: „სისტემური
ცვლილება და მონაწილეობითი მიდგომები" და „პროექტის დაგეგმვა".
„სისტემური
ცვლილება და მონაწილეობითი მიდგომების" მოდულის მიზანი იყო მონაწილეებს მიეღოთ თეორიული
და პრაქტიკული ცოდნა სისტემური ცვლილებისა და მონაწილეობითი მიდგომების შესახებ, რაც
მათ საშუალებას მისცემს განავითარონ გრძელვადიან შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული
პროექტები, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია.
მეორე
ტრენინგ–მოდულის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისათვის პროექტის დაგეგმვის სისტემური
მიდგომებისა და ინსტრუმენტების მეთოდოლოგიის გაცნობა, რათა მათ შემდგომში კონკრეტული
მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა: შედეგების ჯაჭვი, ლოგიკური ჩარჩო, პრობლემების ანალიზი,
M4P სისტემური ანალიზი, ინტერვენციის ლოგიკის თეორია, დაიწყონ სისტემური და მონაწილეობითი
მიდგომების დანერგვა პროექტების დაგეგმვის პროცესში. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურ, ეფექტიან, მდგრად პოზიტიურ ცვლილებაზე ორიენტირებულ
მუშაობას.
პროგრამა
ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის
ხელმძღვანელობით. ფინასურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს Bread for the World, „საზოგადოებრივი
ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდა" პროექტის ფარგლებში.