საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა კავკასიის"
მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეხვედრები იმართება. საგრანტო
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას მარგინალურ ჯგუფებში,
რომლებიც ბაზრებთან წვდომის სირთულის წინაშე დგანან.
7 აგვისტოს პროექტის წარმომადგენლები მარნეულსა და რუსთავს ეწვივნენ, სადაც
საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ადგილობრივ ფერმერებთან, არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
8 აგვისტოს ანალოგიური შეხვედრა გაიმართება ახალქალაქში და ნინოწმინდაში,
ხოლო 9 აგვისტოს ბოლნისსა და დმანისში.
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა პროექტის – „ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში" (JOIN) – პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების (ADC) მიერ, რომელსაც ახორციელებს CARE ავსტრია და CARE საერთაშორისო კავკასია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში.
ინფორმაცია საგრანტო კორნკურსის შესახებ
csogeorgia.org
jobs.ge
cida.ge
წყარო: სიდას გვერდის სოციალურ ქსელში