თბილისი.„საერთაშორისო გამჭვირთალობა – საქართველომ" ახალი
პუბლიკაცია გამოაქვეყნა – „შეესაბამება თუ არა „ახალ პოლიტიკურ სტანდარტს"
მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია?".
„სწორედ
როგორც „ახალი პოლიტიკური
სტანდარტების" დამკვიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯი ახსნა გიორგი მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების
მინისტრობიდან გადადგომა, მაშინ, როდესაც
მოქმედი კანონმდებლობა ამას არ
ავალდებულებდა. პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის ეს გადაწყვეტილება
უდავოდ მისასალმებელია. თუმცა მარგველაშვილის
ერთგულება მის მიერვე
გაცხადებული პოლიტიკის მიმართ ეჭვქვეშ
დააყენა ბოლო პერიოდში
მისი საჯარო გამოჩენის
სპეციფიკამ. მხედველობაში გვაქვს მისი
დასწრების ფაქტი იუსტიციის
სამინისტროს მიერ ორგანიზებულ
შრომის კოდექსის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაციაზე
და ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ
თუშეთობის
დღესასწაულზე ომალოში, სადაც მარგველაშვილმა
ვერტმფრენით იმგზავრა. ჩვენთვის უცნობია არის თუ
არა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო საკუთრებაში", ნათქვამია ორგანიზაციის პუბლიკაციაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი მარგველაშვილი
ამ დრომდე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის „თუმცა, იქიდან გამომდინარე,
რომ წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად უკვე დაწყებულია,
საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაცია კი მხოლოდ
ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, კოალიცია „ქართული ოცნების" პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატს მოვუწოდებთ:
დაიცვას
ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი, რომლის თანახმად სახელმწიფოსა და პოლიტიკურ
პარტიებს შორის მკაფიო
განსხვავება უნდა არსებობდეს,
რაც ამ შემთხვევაში
დარღვეული იყო.
დაიცვას
მის მიერვე დეკლარირებული
მაღალი პოლიტიკური სტანდარტი და კანდიდატად
ოფიციალურად დარეგისტრირებამდეც არ დაუშვას
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ვინაიდან ამომრჩევლისთვის ის უკვე
აღიქმება, როგორც საპრეზიდენტო
კანდიდატი".
სრულად
წყარო: transparency.ge