თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „თბილავიამშენის" ყოფილ მესაკუთრეებს იურიდიულ დახმარებას უწევს. საია აცხადებს, რომ აქციონერთა განმარტებითა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან მესაკუთრეთა მიმართ მთელი რიგი უკანონო ქმედებები განხორციელდა, რომელთა უმეტესობა აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. „ქონების დაბრუნების მოთხოვნით ჩვენ მივმართავთ სასამართლოს. იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას და სურვილს წარმოადგენს წინა ხელისუფლების პირობებში პირთა უკანონოდ შელახული უფლებებისა და სამართლიანობის აღდგენა, რაც არაერთხელ საჯაროდაც იქნა გაცხადებული, გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეკონომიკის სამინისტრო სწორ პოზიციას დაიჭერს, ხოლო სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას და მოსარჩელეებს აღუდგენს შელახულ უფლებებს", – ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
სრულად
წყარო: gyla.ge