თბილისი. კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრი ახორციელებს პროექტს – „დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის", რომლის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ საჯარო დისკურსის წარმართვის ხელშეწყობა, სექტორში არსებული პრობლემების გადალახვის გზების ძიება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ოთხი თემატური დისკუსია იმ საკითხებზე, რომელიც g-pac–ის მიერ ჩატარებული კვლევის – „საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ" – მთავარი საკითხებია. ეს საკითხებია: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დონორების, საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტანრდარტები და თვითრეგულირება.
ყოველი დისკუსიის შემდეგ, მასში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა (ოთხი თემატური ჯგუფი) იმუშავეს პრობლემების ანალიზსა და რეკომენდაციების შემუშავებაზე.
შემუშავდა ოთხი თემატური სარეკომენდაციო დოკუმენტი.
საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ. 2012, აპრილი–მაისი (თემატურ ჯგუფში მუშაობდნენ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, სბო თემქა–ზღვის უბნის, eef–ის, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, კავკასიური სახლის, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის, სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები).
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობები. 2012, მაისი–ივნისი (თემატურ ჯგუფში მუშაობდნენ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ზრდასრულთა ასოციაციის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, კავკასიური სახლის, ტფილისის ჰამქარის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, სამოქალაქო საბჭო თავდაცვისათვის, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის, სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები).
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დონორების დამოკიდებულება. 2012, ივნისი–ივლისი (თემატურ ჯგუფში მუშაობდნენ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს", სამოქალაქო საზოგადოების, სბო თემქა ზღვის უბნის, გეას, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, თანხმობის, კავკასიური სახლის, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის, სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები).
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტანდარტები და თვითრეგულირება. 2012, ივლისი (თემატურ ჯგუფში მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ენერგოეფექტურობის ფონდის, თბილისის ჰამქარის, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის, სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები).
პროექტის ბოლოს, სამუშაო ჯგუფების მიერ შექმნილი თემატური სარეკომენდაციო დოკუმენტების საფუძველზე, შემუშავდება ერთიანი ანალიტიკური და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც განსახილველად შარედგინება ფართო საზოგადოებას.
პროექტი „დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის" ხორციელდება აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში.