გურია. 25 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრენ. ისინი ახალგაზრდული რესურსცენტრის პედაგოგის ინგა დუმბაძის ხელმძღვანელობით ჩართული არიან სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში, რომლის ფარგლებშიც დაათვალიერეს ცენტრალური ბიბლიოთეკა. გაეცნენ მის ისტორიას, ყოველდღიურ საქმიანობას, სამომავლო გეგმებს, რის შესახებაც მათ ესაუბრა ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ლიკა ბაქანიძე, უფროსი თაობის სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ბავშვების შეკითხვებს უპასუხა თეატრის მთავარმა რეჟისორმა ბატონმა ოთარ კუტალაძემ. წამყვანმა სპეციალისტმა თამარ ბილიხოძემ დაათვალიერებინა ბავშვებს ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებაში დაცული წიგნები და პერიოდიკა.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სტუდენტები და დაინტერესებული ქალბატონები.