კახეთი. თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში, საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა გაეროს მოდელირება, რომელშიც მონაწილეობა ცენტრის მოხალისე ახლგაზრდებმა მიიღეს.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ჩატარდა კონკურსი, რომელშიც გამარჯვებული ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ თბილისში გამართულ გაეროს ეროვნულ მოდელირებაში.
დავით გუმბერიძე, ორგანიზატორი: ,,გაეროს მოდელირება და სხვადასხვა მსგავსი სიმულაციური თამაშები რეგულარულად ტარდება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეთათვის, ისევე როგორც ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენელთათვის".
ლევან ხელხელაური, გამარჯვებული: „სასიამოვნოა პროექტში მონაწილეობა და ძალიან გახარებული ვარ, რომ მომეცა საშუალება დასკვნით მოდელირებაში მივიღო მონაწილეობა და მივიღო მართლაც საჭირო ძვირფასი ინფორმაცია."
გაეროს მოდელირების პროგრამა დაფინასებულია USAID-ის მიერ და საქართველოში ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ.