სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აგრძელებს კამპანიას „პირველად თვითმართველობის არჩევნებზე“. კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც თანატოლგანმანათლებლობას ემსახურება, პირისპირ შეხვედრები გაიმართა გორში, სოფელ მაჭახელასა და სოფელ ჭარნალში, ონლაინ შეხვედრა – ხელვაჩაურის ცენტრის ახალგაზრდებთან.
ამ შეხვედრებზე მოწვეულ ახალგაზრდებს თანატოლებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი კამპანიაში, გაუზიარეს ინფორმაცია თვითმმართველობის, არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ახალგაზდების როლის შესახებ. შეხვედრების მასპინძლები და სპიკერები იყვნენ: ლიკა ქოქოლაძე, ნათია ფუტკარაძე, თაკო საგინაძე, რომან სურმანიძე, თორნიკე ქათამაძე, მარიამ ხმიადაშვილი, იაკობ მაღალაშვილი.
კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით.
წყარო: civilin.org