თბილისი. თბილისური ეზოს ფესტივალი არის „არტარეას" მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
„ე.წ. თბილისური ეზოების უმეტესობა, რომელიც თბილისში გვხვდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქის განუმეორებელ არქიტექტურულ იერსახეს.
„არტარეას" პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მასშტაბური სახელოვნებო ფესტივალის მოწყობა, ტრადიციის განახლება და თბილისური ეზოებისთვის ახალი ფუნქციის შეძენა, რომელიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს თბილისის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ახალგაზრდების ჩართულობას, მეორე მხრივ კი, წვლილს შეიტანს თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების და ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებაში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში