თბილისი. ომბუდსმენი სახელმწიფო საზღვარზე არასრულწლოვანთა არამართლზომიერ გადაყვანაზე განცხადებას ავრცელებს.
„საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ არასრულწლოვანთა სავარაუდო გადაყვანას საზღვარზე ერთ-ერთი მშობელი უწევს ორგანიზებას, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, ბავშვთა სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაყვანის პრევენციის მიზნით, გაძლიერდეს მუშაობა სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენა და შესწავლა, ბავშვების სწრაფი დაბრუნება, ადმინისტრაციული და სასამართლო პროცედურების განხორციელება და რელევანტური ინფორმაციის გაცვლა", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge