თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სახალხო დამცველმა „სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელიც ბავშვთა რეინტეგრაციის და მინდობით აღზრდის ფინანსურ სუბსიდიებს განსაზღვრავს. „სადავო აქტის მიხედვით, ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა წარმოადგენს თვეში 90 ლარს ჯანმრთელი ბავშვისთვის, ხოლო 130 ლარს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის. თუ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ნაცვლად ბავშვი გადაყვანილი იქნება მინდობით აღსაზრდელად, ანაზღაურება წარმოადგენს 15 ლარს ერთ კალენდარულ დღეზე (თვეში 450–465 ლარი) ჯანმრთელი ბავშვისთვის და 20 ლარს ერთ კალენდარულ დღეზე (თვეში 600–620 ლარი) – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის. ... საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს დეკლარირებული მიზანი ბავშვის კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში მათი დეინსტიტუციონალიზაცია და მიტოვების პრევენციაა, აშკარაა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მშობლისთვის უფრო ცუდი პირობების შეთავაზება, ვიდრე უცხო ოჯახისთვის, მიზნის მიღწევის გონივრულ საშუალებას არ წარმოადგენს”.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge