შიდა ქართლი. არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი" ახორციელებს პროექტს - ,,ეკო სკოლები საჯარო სივრცეების შესაქმნელად", რომელიც დაფინანსებულია პოლონულ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ.
მცხეთა-მთიანეთი. 19-21 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ შეხვედრები გამართა დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებთან.
შიდა ქართლი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზეთი ჩემი" პროექტის - „მოხალისეობა უკეთესი მომავლისითვის" - ფარგლებში აგრძელებს 3 თვიან კურსებს უცხოელი და ადგილობრივი მოხალისეთა ჩართულობით.
სამცხე–ჯავახეთი. 10 ივნისს, ახალციხეში, ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: სოციალური მედია და ახალი ტექნოლოგიები.
კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდების, განათლებისა განვითარების ასოციაციამ გამართა ტრენინგი სახელწოდებით თანასწორთა განათლების ტრენინგი.
იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამართლებრივი ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისათვის" გაიმართა.
აჭარა. 6 ივნისს, ბათუმის პრესკაფეში, ორგანიზაცია „ბორჯღალმა" მორიგი თხრობითი პერფომანსი გამართა, იგი ორგანიზაციის პროექტის – „დემოკრატიის მთხრობელთა დასის"– ფარგლებში გაიმართა.
იმერეთი. 6 ივნისს მოხალისეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ჩატარდა სემინარი - „მასობრივ საინფორმციო საშუალებებთან ურთიერთობის გზები და საშუალებები".
იმერეთი. 6 ივნისს, მოხალისეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ეწვივნენ.
კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუშინ, ,,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) ორგანიზებით ჩატარდა აქცია-კონცერტი დევიზით: „ჩვენ მოვდივართ არჩევნებზე, მოდი შენც!".