იმერეთი. საქართველოს სკაუტური მოძრაობის იმერეთის ფილიალი, 13 აპრილს შეუერთდა აქციას „გადადი გადასასვლელზე", რომელსაც ორგანიზაცია „საქართველოს
ბავშვები" ახორციელებს. აქციაში მონაწილეობა მიიღო 25-მა სკაუტმა იმერეთის რეგიონიდან ( ქუთაისი, თერჯოლა, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ბაღდათი, ხარაგაული). აქციის ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად, სკაუტებმა მოაწყვეს
ლაშქრობა სათაფლიის ეროვნულ ნაკრძალში, სადაც გამართეს სხვადასხვა სპორტული,
საგანმანათლებლო, გასართობი აქტივობები.