თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას, რომელიც ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობებს ეხება.
„აღნიშნული განკარგულება წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და უსაფუძვლოდ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს."
მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ ვერ გადალახა კანონით დადგენილი 3%-იანი ბარიერი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფინანსება ვერ მოიპოვა, კანონის არასწორი განმარტების პირობებში, აღნიშული განკარგულების საფუძველზე, ის მიიღებს დამატებით დაფინანსებას 300 000 ლარის ოდენობით და საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრის ყოლის უფლებასაც მოიპოვებს. აღნიშნულის გამო, მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატები", რომელმაც გადალახა კანონით დადგენილი 3%-იანი ბარიერი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფინანსებაც მოიპოვა, საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრის ყოლის უფლებას დაკარგავს”, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge