თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" ანალიტიკოსი ლარის კურსის ბოლოდროინდელ მერყეობას ეხმაურება და იმ საგარეო თუ საშინაო მიზეზებზე საუბრობს რაც ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას.
ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს მონეტარული პოლიტიკა. თუ გადავხედავთ გასულ წლებს, ლარი ყოველთვის მყარი იყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში, ხოლო გაუფასურებული - რბილი პოლიტიკის შემთხვევაში. შეიძლება დაისვას ლოგიკური კითხვა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ზღუდავს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია დოლარიზაციის დონე ქვეყანაში. მაღალი დოლარიზაციის გამო საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე შეზღუდულია და საპროცენტო განაკვეთის ზრდა აისახება მხოლოდ ლარის სესხებზე.
რაც შეეხება 20 დეკემბერს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას, რომლის დროსაც სებ-მა 40 მლნ დოლარი გაყიდა. ეს მექანიზმი ერთის მხრივ დაგვიანებული იყო, ხოლო მეორეს მხრივ არასაკმარისი, სავალუტო ბაზარზე არსებული შოკის გათვალისწინებით. გარდა ამისა არცერთ მონეტარულ ინსტრუმენტს, დამოუკიდებლად არ შეუძლია კურსზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: afba.ge