თბილისი. 27-28 ივლისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ინვესტიციების ხელშეწყობა რეგიონში".
„ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ინვესტიციების არსი, პროცესი, დარგები, კვლევები, ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების პროცესი, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების წახალისება, საინვესტიციო ფონდები, თავისუფალი ეკონომიკური ზონები, საკანონმდებლო რეგულაციები და არსებული საუკეთესო პრაქტიკა. ტრენინგის მონაწილეები, ასევე, ჩაერთვნენ პრაქტიკულ სამუშაოებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში