თბილისი. ორგანიზაცია „განიარაღება და არაძლადობის" ორგანიზებით, 22 დეკემბერს თბილისში გაიმართება ერთდღიანი ტრენინგი ქალებისთვის, თემაზე: ,,ბიზნეს მენეჯმენტი".
კონკრეტული სწავლების გარდა, ტრენინგში მონაწილეებს გაეწევათ უფასო კონსულტაცები ბიზნეს-გეგმის დაწერაში და უფასო იურიდიული დახმარება.
ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. ამასთან, მათ მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ რეგონულ ფორუმში, რომელშიც, ასევე, მონაწილეობენ მეწარმე ქალები ჩრდილოეთ კავკასიიდან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სამოტივაციო წერილი, არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@dan.org.ge ან rimma.gelenava@gmail.com
ტრენინგი ტარდება პროექტის - "Women for Cross-border Cooperation” - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია BST მიერ.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში