თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" ორგანული კანონის პროექტი, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს.
„...მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა ნაჩქარევად არის მომზადებული და, თავისი არსით, აზიანებს ეროვნულ ბანკს, როგორც ინსტიტუტს; კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეროვნული ბანკის ძირითადი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების საკითხი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას". მიგვაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკს გასულ წელს უკვე ჩამოერთვა ფინანსური მონიტორინგის ფუნქცია, ამჟამად კი იგეგმება საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა, ბანკი სრულყოფილად ვეღარ შეძლებს მისი მთავარი ფუნქციის განხორციელებას. ..", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: idfi.ge