თბილისი. 2018 წლის 24 აპრილს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შსს-ს მიმართა და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა.
„მათ შორის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და სხვა ოჯახური დანაშაულის, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელი წლების, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებისა და ძალადობის ფორმების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის იურისტმა უწყებას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, შსს-მ საჩივარი უპასუხოდ დატოვა, რის შემდეგაც, PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს შსს-ის წინააღმდეგ მიმართა და უწყებისგან ორგანიზაციისთვის აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება გაცემა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით PHR-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება და გაცემა დაევალა. სასამართლომ გაიზიარა PHR-ის იურისტის არგუმენტაცია და სტამბულის კონვენციის საფუძველზე განმარტა, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა სადავო ინფორმაციის დამუშავება და გაცემა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com