თბილისი. ქალთა ფონდმა საქართველოში წარმოადგინა We Research-ის მიერ მომზადებული კვლევა “სიტუაციური ანალიზი და რეკომენდაციები გარემოსდაცვით სამართლიანობასა და ქალთა უფლებებზე საქართველოში”.
“კვლევის შედეგების მიხედვით, გარემოსდაცვით და გენდერულ საკითხებს შორის სუსტი კავშირის მიუხედავად, ნელ-ნელა ხდება ამ ორი თემის ურთიერთმიმართების წინ წამოწევა. We Research-ის მიერ მიმოხილული, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები ცხადად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ქალთა ჯანმრთელობაზე გარემოში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს. მაგ. ქალებს უფრო ხშირად უწევთ წყლის რესურსის გამოყენება, შეშის ღუმელთან მეტ ხანს ყოფნა, მეტი მანძილის გავლა ბავშვებთან ერთად მაშინ, როდესაც გზები იხერგება და ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. კენიაში, წყლის მოატანა ოჯახში კენიელი ქალების დღიური ენერგიის 85% მოიხმარს; გვალვის პერიოდში, ქალთა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და ისინი დღეში დაახლოებით 8 საათს ხარჯავენ იმაზე, რომ როგორმე წყალი მოიპოვონ. ამასთან, ქალებს უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული ბუნებრივი კატასტროფების დროს გადარჩენისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. მაგალითად, ცურვა, ხეზე ასვლა, სირბილი და ა.შ.”, - აღნიშნულია კვლევაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი