შიდა ქართლი. 27 თებერვალს, გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებმა, სოსო მეზვრიშვილმა და მარიამ კარპენკომ, ხიდისთავის საჯარო სკოლას, პროექტ: „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში სტუმრობდნენ.

„ახალგაზრდებმა სკოლის უფროს კლასელებს, მასწავლებლებს და მშობლებს საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული ტრენინგი შესთავაზეს. შეხვედრა დატვირთული იყო ინტერაქციითა და მოსწავლეების და მასწავლებლების ჩართულობით.

ტრენერთა ტრენინგის (ToT) გადამზადებული ახალგაზრდები 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოფლებსა და ქალაქებში ოჯახში ძალადობის და ადრეული ქორწინების, ასევე „ევროკავშირის და საქართველოს" შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და თემის ლიდერებთან", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში