სამცხე–ჯავახეთი. 16 თებერვალს, ახალციხის გენდერის მედიაცენტრში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს.
ქალები საზოგადოებრივ ასპარეზზე, მამაკაცების დამოკიდებულება აქტიური ქალებისადმი, ოჯახური ძალადობა და გენდერული სტერეოტიპები, ნაადრევი ქორწინება, ქალების განათლება – ახალგაზრდებმა ამ საკითხებზე კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეს. დისკუსიაზე ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ გენდერული თანასწორობის უკეთ გასაგებად, აუცილებელია ხშირი დისკუსიები, კონკრეტული მაგალითების განხილვა და ფართომასშტაბიანი სამოქალაქო განათლება.
შეხვედრა ახალციხის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით შედგა. ახალციხის გენდერის მედიაცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი დისკუსიები ხშირად გაიმართება.
გენდერის მედიაცენტრი გაიხსნილია პროექტის „ჟურნალისტები გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით. მსგავსი ცენტრი საქართველოს 8 ქალაქში, მედია ორგანიზაციების ოფისებში ფუნქციონირებს.