თბილისი. ქალთა მოძრაობა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით მიმართავს.
„საქართველოს ქალთა მოძრაობა,” რომელიც 2000-მდე ქალის არაფორმალური, სამოქალაქო გაერთიანებაა, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ბაია (ბაბუცა) პატარაიას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის პოზიციაზე. მოხარულები ვართ, რომ ბაია პატარაია არის იმ თორმეტ ადამიანს შორის, რომელთა კანდიდატურების პარლამენტში წარდგენასაც 13 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ბაია პატარაია აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონით მეურვისთვის დადგენილ ყველა, მათ შორის „საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირის" კრიტერიუმს. ის ცნობილია, როგორც ქალთა და სხვა სოციალურად და პოლიტიკურად მარგინალიზებული ჯგუფების დამცველი და წარმატებული პროფესიონალი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პირადად მან უდიდესი როლი შეასრულა ქალის უფლებების დაცვასა და ქალთა საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნებაში", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში