თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს ვიქტორია ძანელატის ბლოგპოსტს: „დეზინფორმაციასთან გამკლავება წინასაარჩევნოდ - არის თუ არა ონლაინ რეგულირება შესაძლო გამოსავალი?"
„ონლაინ პლატფორმებს ნამდვილად აქვთ გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ისევე, როგორც ციფრული დეზინფორმაცია ზემოქმედებს საზოგადოებრივ დისკურსზე. მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია წახალისდეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნებაყოფლობითი ზომები, როგორიცაა ინფორმაციის გადამოწმების ინიციატივები და ონლაინ პლატფორმებზე რეკლამის გამჭვირვალობის გაზრდა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო რეგულირება საზოგადო ინტერესის დაცვისთვის გამართლებული იყოს და გერმანიის მთავრობამ სწორედ რეგულირების გზა აირჩია. თუმცა, რა საბოლოო შედეგს გამოიღებს ეს კანონი და მივიღებთ უფრო უსაფრთხო, სანდო ინტერნეტს თუ ცენზურას, მხოლოდ დრო გვიჩვენებს", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge