გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ადგილობრივ ფერმერებს ახალი რესურსები და საგანმანათლებლო შესაძლებლობები შესთავაზა.
ოქტომბერში გამართულ შეხვედრაზე, პროექტის შესახებ იმსჯელეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა და UNDP-ის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა.