შიდა ქართლი. 2 აპრილს, გორში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გამართა სამუშაო შეხვედრა ,,ერთი ფანჯრის პრინციპით". შეხვედრის მიზანი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების მოძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენელი, ასევე, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში