თბილისი. 21 მარტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" გამართავს აქციას. მისი მიზანია: დაუნის სინდრომის მქონდე ბავშვებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაბადებიდან მინიჭება. არსებული სიტუაციით, ამ სტატუსის მინიჭება მხოლოდ 5 წლის ასაკიდან ხდება, რაც განაპირობებს იმას, რომ ამ ასაკამდე ისინი ვერ სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებული სოციალური ბენეფიტებით. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შშმ პირთა ორგანიზაციები, დაუნის სინდრომის მქონე პირები, მშობლები, სტუდენტები, მოხალისეები და უფლებადამცველები.
სრულად
წყარო: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, გვერდი სოციალურ ქსელში