თბილისი.საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა. „კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4% ადასტურებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი გადაუხდია (2010 წლის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 3%-მა უპასუხა ამ კითხვას დადებითად). კვლევაში შესული 107 ქვეყნიდან საქართველოში ქრთამის გადახდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ზოგადად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ოთხი გამოკითხულიდან ერთ ადამიანზე მეტი (27%) აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი გადაუხდია”, ნათქვამია ორგანიზაციის
ვებ–გვერდზე.
სრულად
წყარო: transparency.ge