თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს არჩვევნების თარიღად ოქტომბრის თვის ერთ–ერთი კვირა დღე გამოაცხადოს. „მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილება არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე იმგვარად უნდა გამოიყენოს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამომრჩევლების აქტიურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მივიღოთ საქართველოს მოქალაქეების ნიჰილისტური დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ, რაც დემოკრატული საზოგადოებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს", ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი.
სრულად
წყარო:სამართლიანი არჩევნების გვერდი სოციალურ ქსელში