კახეთი. ფესტივალისთვის, რომლის ჩატარებაც ოქტომბერში იგეგმება, მზადება უკვე დაიწყო. ფესტივალის დანიშნულებაა - კახეთის რეგიონის მომავალი კულტურული განვითარების ხელშეწყობა.
ანა რიაბოშენკო, პროექტის მხარდამჭერი ფონდის, ,,TRAM", წარმომადგენელი: ,,მიუხედავად იმისა, რომ ერთკვირიანი ფესტივალი ოქტომბერში ჩატარდება, ორგანიზატორების სურვილია მას პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს, ამიტომ მოსამზადებელი ეტაპი არა მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებას მოიცავს, არამედ სხვადასხვა სემინარის, მასტერკლასის, კვლევის, საჯარო ლექციისა და დისკუსიის ორგანიზებასაც გულისხმობს.
ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა ფესტივალის სახელწოდებაზე, ადგილებზე სადაც ის გაიმართება, მონაწილეებზე და დეტალურ კონცეფციაზე; ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მუდმივმოქმედი ფესტივალის იდეა, რომ მან ქალაქში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული ადამიანი მოიზიდოს".