თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 19 თებერვალს ტელევიზიების მიერ ვიდეო მასალის გავრცელების შესახებ განცხადება გააკეთეს. „ტელეკომპანია „რუსთავი 2"–მა და შემდეგ უკვე სხვა ტელეკომპანიებმა, გაავრცელეს 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ე.წ. სპეციალური ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალა" – ნათქვამია განცხადებაში, სადაც არასამთავრობოები მოუწოდებენ მედიასაშუალებებს არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, ღირსების შემლახველი და პირადი ცხოვრების ხელმყოფი მასალები, რითაც შეიძლება ხელი შეუწყონ დაინტერესებული მხარეების ინტერესების ტირაჟირებას. „ყველა ტელეკომპანიამ, რომელმაც გაავრცელა ეს კადრები, დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" 35-ე მუხლის მე-20, 23-ე და 24-ე პუნქტები. კერძოდ, 23-ე პუნქტი: „ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას, მაუწყებელი უნდა შეეცადოს შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს", – ნათქვამია განცხადებაში. 20 თებერვალს გავრცელებულ განცხდებას 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
სრულად
წყარო:media.ge