თბილისი. საქართველოში
პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირმა 15 ქართული და ევროპული
არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩია. პროექტების ფარგლებში
დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების
მხარდაჭერის გზით ადამიანის უფლებების, დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა. ამ ორგანიზაციებმა
„დემოკრატიისა
და ადამიანის უფლებებისთვის ევროპული ინსტრუმენტის" ფარგლებში 2012 წელს გამართულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. საგრანტო თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 1 335 000 ევროა.
17 იანვარს გამართულ სპეციალურ
ცერემონიაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა
წარადგინა „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის
ევროპული ინსტრუმენტის” ფარგლებში,
2012 წლის მარტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული თხუთმეტი არასამთავრობო
ორგანიზაცია, ესენია: სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტი", გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, საქართველოს
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, გურიის
აგრობიზნეს ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, გურიის
ახალგაზრდული ცენტრი, ფონდი Accion
Contra El Hambre ACF, დემოკრატიის ინსტიტუტი, კავშირი
„Step
Forward", ასოციაცია „დეა", საქართველოს პროფკავშირების კონფედერაცია, ინოვაციისა
და რეფორმის ცენტრი, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა", საქართველოს უსინათლოთა
კავშირი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფარსა".
წყარო: eeas.europa.eu