თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს ანა ფანცულაიას ბლოგპოსტს: „აჩრდილად ქცეული ქალები".
„ჩემ გვერდით იყო ქალი, რომლიც იმაზე ფიქრით იძინებდა, თუ რა სადილი მოემზადებინა მეორე დღეს. დილას კი მთვლემარე მეუღლისთვის პერანგის გაუთოვებით იწყებდა. მთელ დღეს სახლის დალაგებაში, სადილის მომზადებასა და სარეცხის რეცხვაში ატარებდა. ხანდახან იმის უფლებასაც აძლევდა თავს, შვილიშვილებზე ეოცნება. შემდეგ სკოლიდან ადრე მოსული შვილების ტალახიანი ფეხსაცმელის რეცხვაში გართულს, მეუღლის ზარი გამოაფხიზლებდა და თმააწეწილი გავარდებოდა კარის გასაღებად. ის ვერ ამჩნევდა, რომ აჩრდილად იქცა, რომ გულისსწორი მისი გაუხეშებული ხელებისგან მხოლოდ სადილსა და სუფთა თეთრეულს ისურვებდა, რომ ტახტზე წამომჯდარ ოჯახის წევრებს, მის გამომცხვარ ნამცხვარს რომ მიირთმევდნენ, აზრადაც არ მოუვიდოდათ მადლობის გადახდა, რომ ვერცერთი მათგანი ვერ მიხვდებოდა თუკი თმას სხვა ფრად შეიღებავდა, რომ მის არსებობას მხოლოდ მაშინ შეამჩნევდნენ, თუკი სადილის მომზადება დააგვიანდებოდა, ან მაგიდის გადაწმენდა დაავიწყდებოდა," ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: www.ginsc.net