თბილისი. 22 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია სამეგრელოში 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 13:30 საათისთვის მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რასაც წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და უცნობ პირებს შორის. აღნიშნული პირები, სავარაუდოდ სპორტსმენები, დილიდან იყვნენ მობილიზებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მომხდარ დაპირისპირებას უშუალოდ შეესწრო საიას დამკვირვებელი, რომელმაც აღნიშნული ინციდენტის ვიდეო გადაღებაც განახორციელა.
საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, უზრუნველყოს ცალკე გამოძიება ორივე პარტიის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, აუცილებელია, გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, სწრაფად და სრულყოფილად და საზოგადოებას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია მის შედეგებთან დაკავშირებით," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge