თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" მიმართავს საქართველოს მთავრობას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში „დაჩქარდეს საზედამხედველო ორგანოს - შრომის ინსპექციის ან მასთან გათანაბრებული ახალი სამსახურის შექმნა, რომელსაც ექნება მონიტორინგის, დაცვისა და სანქცირების რეალური უფლებამოსილება”.