დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში, საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფოთაშორის საჩივარზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ) ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდა.
ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. „2007 წლის 26 მარტს საქართველოს მთავრობამ საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ გამოძევებასთან დაკავშირებით... 2007 წლის აპრილში ამავე საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ევროპულ სასამართლოს ინდივიდუალური საჩივრებით მიმართა. საია ევროპული სასამართლოს წინაშე 13 საქართველოს მოქალაქის ინტერესებს წარმოადგენს.
... დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური გამოძევების, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავებისა და დაპატიმრების, სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ ქონის ნაწილში. ევროპული სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული დარღვევები წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას და რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს კოორდინირებული და მიზანმიმართული ქმედებების შედეგია.
... საიას მიერ ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასიურ გამოძევებათან დაკავშირებით გაგზავნილი საჩივრების განხილვა უახლოეს მომავალში მოხდება. სახელმწიფოთაშორისი სარჩელის წარმატებიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ასევე წარმატებით დასრულდება საიას მიერ 13 საქართველოს მოქალაქის ინტერესების დასაცავად შეტანალ საქმეების განხილვაც", ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge