სამეგრელო. ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის – „თანადგომა განვითარებისთვის" – ინიციატივით,
11 ივნისს მხედველობადაქვეითებულთა პრობლემებსა და საჭიროებებზე, საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე ისაურეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო, სამთავრობო სექტორის, მცირედ მხედველთა და მედიის წარმომადგენლები.
„არ მინდა საზოგადოებაში იყოს განწყობა, უსინათლოა და ვერაფერს გააკეთებსო. არადა პირიქით. არ მინდა ჩაკეტილი ვიყო, მინდა ყველას გავუთანაბრდე. საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის ჩვენზე. მათი ცნობიერება უნდა ამაღლდეს და განწყობები შეიცვალოს", - უამბო შეხვედრის მონაწილეებს მხედველობადაქვეითებულმა ერთ–ერთმა მონაწილემ.
შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობა ერთგვარი განაჩენია, რაც სტერეოტიპებისგან დისკრედიტირებულ ადამიანებს ჩაკეტილობისკენ უბიძგებს, სადაც ყველასთან გათანაბრების სურვილი ხშირად აზრს კარგავს. ერთის მხრივ, სოციუმი არ არის მზად, ისინი განურჩევლად მიიღოს, პარალელურად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს საზოგადოების გაუცნობიერებელი დამოკიდებულებები აბრკოლებთ.
მხედველობადაქვეითებულთა
პრობლემებზე შეხვედრა პროექტის, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების ხელშეწყობა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის" ფარგლებში გაიმართა.