ქვემო ქართლი. 19 ოქტომბერს სიქას თანასწორგანმანათლებლებმა ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ - „ჯანმრთელი კვების კავშირი" – ჩაუტარეს.
ქვემო ქართლი. 18 ნოემბერს სიქას ფრანგმა და რუმინელმა მოხალისეებმა მარტყოფის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის ჩაატარეს სემინარი „ევროკავშირი და საქართველო".
კახეთი. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტუდენტებისათვის ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა.
თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმა თსუ–ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებთან შეხვედრა– დისკუსია გამართეს.
თბილისი. 17 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ცესკოს ხელშეწყობით, სტუდენტებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარი გამართა.
აჭარა. 16 ოქტომბერს ბათუმის პრეს-კაფეში თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით: „საპრეზიდენტო კანდიდატების ახალგაზრდული ფრთის ხედვა საქართველოს განათლების სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებებზე".
სამცხე–ჯავახეთი. 16 ოქტომბერს, ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვების" (Save the Children) წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
სამცხე–ჯავახეთი. ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფილმის „სახლის" ჩვენება.
კახეთი. საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის პროექტის ინიციატივით საზოგადოება „ბილიკის" სამოქალაქო კლუბებისა და დედოფლისწყაროს რაიონის სკოლების მოსწავლეებისათვის გასვლითი ღონისძიება მოეწყო კახეთში.
სამცხე–ჯავახეთი. გასულ კვირას საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.
ქვემო ქართლი. 10 ოქტომბერს სიქას ორგანიზებით, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სიქას რუმინელმა და ფრანგმა მოხალისეებმა ჩაატარეს სემინარი – „ევროკავშირი და საქართველო".
სამცხე–ჯავახეთი. ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა სკოლების თვითმმართველობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
იმერეთი. 9 ოქტომბერს, ქუთაისში, კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის გამართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარი სტუდენტებთან თემაზე - „სტუდენტების როლი და ინიციატივები თანაბარი არჩევნების უზრუნველყოფისთვის".
სამეგრელო. ასოციაცია „ათინათის" სააქტო დარბაზში ჩატარდა „ბრეინ-რინგი" ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო, სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის თემატიკაზე.