თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, საქართველო სასამართლოსთან დაკავშირებით ევროასოცირების დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
„3 მარტს, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ, უკრაინის მსგავსად, ევროკავშირს გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადით მიმართა. თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ განაცხადის გაკეთება წარმატების გარანტია ვერ იქნება.
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებში სამართლის უზენაესობის თემატური მიმართულება, კერძოდ, კი სასამართლო სისტემის რეფორმირება უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს.
წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული სასამართლო რეფორმა შეიძლება დახასიათდეს, როგორც სისტემის ინსტიტუციური მოდერნიზაციის ილუზორული და არასრული მცდელობა, რომელმაც გარდამტეხი ცვლილების ნაცვლად, პოზიტიური ტრანსფორმაციის იმიტაცია შექმნა“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: socialjustice.org.ge