თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომზადა საინფორმაციო ბიულეტენი - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი.
2018 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო მონიტორინგი საია-მ, ცენტრალური და რეგიონული ოფისების მეშვეობით, 1 აგვისტოს დაიწყო. დაკვირვება მიმდინარეობდა, როგორც თბილისში, ისე აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, ზემო სვანეთში, იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.
„მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა, საარჩევნო კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ დადგენილი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების, საარჩევნო სუბიექტებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ტენდენციებზე, ყურადღების გამახვილება საკანონმდებლო და პრაქტიკულ ხარვეზებზე. აგრეთვე, საარჩევნო კანონმდებლობაში პრობლემების იდენტიფიცირება და არჩევნების დასრულების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება", - აღნიშნულია დოკუმენტის შესავალ ნაწილში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში