აჭარა. 30 მარტს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა (CSI) და ხელვაჩაურის მერიის ახალგაზრდობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გაიმართა საგანმანათლებლო კამპანიის პრეზენტაცია - „შენი ხმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.“
შეხვედრას ახალგაზრდები, ხელვაჩაურის რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
კამპანიის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა, ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში მათი ჩართულობის წახალისება. აღნიშნულ კამპანაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კირნათაში, მარადიდში, ახალშენსა და სარფში მცხოვრები ახალგაზრდები არიან ჩართული.
კამპანია „შენი ხმა ხელვაჩაურის თვითმმართველობაში“ ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, პროექტის - „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ - ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ (BftW).