თბილისი. გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით, დიღმის ჭალებში ფრინველების უნიკალური სახეობები, ალკუნი, დიდი თეთრი ყანჩა, მცირე თეთრი ყანჩა, ღამის ყანჩა და კიდევ 20-მდე სახეობა ბინადრობს.
თბილისი. ორგანიზაცია „ანიკას“ დღის ცენტრის ახალგაზრდებმა ქალაქ თბილისის N211 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ონლაინ პრეზენტაცია ჩაუტარეს.
თბილისი. მედიის განვითარების ფონდის მედიაწიგნიერების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება 2021 წელს სკოლებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისთვის პედაგოგების დააჯილდოების ცერემონიით დასრულდა.
თბილისი. საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის „ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო“ ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა.
თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ტიგრან თარზიანის ბლოგპოსტს, რომელშიც მიმოხილულია ჯავახეთის რეგიონში ადრეული განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვების პრობლემები.
თბილისი. რონდელის ფონდის ცნობით, 17 დეკემბრიდან „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის“ პროგრამის ფარგლებში ახალი სალექციო კურსი - „თურქეთი და რეგიონი“ დაიწყო.
თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის, კერძო სექტორში ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, ტრენინგი ჩაატარა.
აჭარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა, საქველმოქმედო ფონდ „იალქანთან“ ერთად, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარა თემაზე, „პოლიცია და ადამიანის უფლებები“.
კახეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „საბიუჯეტო პროცესი მუნიციპალიტეტებში და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ბიუჯეტირებაში“.
თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“.
თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინფორმაციით, სოციალური მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიური პროგრამებისთვის მომზადდა სახელმძღვანელო უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების შესახებ.
თბილისი. სამართლიანი არჩევნები შავი ზღვის ფონდის (Black Sea Trust) მხარდაჭერით იწყებს პროექტს „ახალგაზრდა სამოქალაქო ლიდერების გაძლიერება საქართველოში”.
თბილისი. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, IDFI-ის ზამთრის სკოლის „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
თბილისი. 3 - 4 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო მოსამსახურეებისთვის ორდღიანი გასვლითი სემინარი გამართა თემაზე: „საჯარო მმართველობა და პოლიტიკის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკა“.