იმერეთი. სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსი, საერთაშორისო მოხალისეობრივი პლატფორმა "დროის ბანკი" - ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს ესაუბრა. საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა", ფარგლებში ჩატარდა, სოფელ როხის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი