თბილისი. 17 დეკემბერს საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით დაიწყო სამდღიანი სატრენინგო კურსი „ჯანმრთელობის ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩა 67 ახალგაზრდა მონაწილე საქართველოს 8 რეგიონიდან (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი და თბილისი). ტრენინგ-კურსის ფარგლებში მონაწილეები სფეროს ექსპერტებისა და ტრენერების მიერ გადამზადდებიან შემდეგ საკითხებში:
COVID-19 და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
მედია წიგნიერება;
კომუნიკაცია და ფასილიტაცია;
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში