თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება გიზიარებთ რუსუდან ბუზიაშვილის ბლოგპოსტს: ამას ისეთი ქმარი ჰყავდა, მოძალადე ვერ იქნებოდა.
„მახსოვს, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ცნობილ გვერდს ედო პოსტი, საზოგადოებისთვის საკმაოდ ნაცნობი კაცის ყოფილი მეუღლე, სოციალურ ქსელში გმობდა ძალადობას და ეხმაურებოდა ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მომრავლებულ ფემიციდს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ასეთ მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების დამოკიდებულება, ამიტომ კომენტარებს “ჩავუჯექი“ და იქ დამხვდა ნამდვილი “სასწაული” - ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. “გაჩუმდი ქალო, შენ ვიზე რა გაქვს სათქმელი, ანგელოზივით ქმარი მიატოვე და ახალი კაცი გამოიჭირე“, “ამას ისეთი ქმარი ჰყავდა, მოძალადე ვერ იქნებოდა მაგრამ მაინც მიატოვა, რა ალაპარაკებს ნეტა’’, “შვილების დედა სხვასთან აგრძელებს ურთიერთობას და ღირსებას ულახავს ასეთ სასახელო კაცს“ და ა.შ. ეს იცით როდის ხდება?! მაშინ, როდესაც თვითონ ეს ქალიც საკმაოდ შემდგარი და ცნობილი ადამიანია, თავის სფეროში მაგრამ, საზოგადოებამ კაცისგან შექმნა “ხატი“, რომელიც არ შეიძლება რომ იყოს მოძალადე ან/და მოღალატე, იმიტომ რომ საზოგადოება იცნობს, როგორც წესიერ ადამიანს, ნამდვილ ქართველ კაცს და ამ დროს, საკმაოდ წარმატებულ ქალს ზედ უვლიან იმის გამო, რომ ცხოვრებას აგრძელებს, ერთ კომენტარსაც კი ვერ ნახავთ, სადაც ქალები სოლიდარობას უცხადებენ და იცავენ ან ამხნევებენ მას. მაგრამ, გახსოვდეთ რომ, ასეთი კომენტარების დამწერ ქალებს არ შეიძლება პოლემიკაში შეჰყვეთ. ხშირ შემთხევაში ისინი ილანძღებიან, იწყევლებიან და აგრესიას გამოხატავენ იმიტომ, რომ თვითონ ვერ გაბედეს იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც სხვამ გადადგა, თვითონ მოითმინეს ის რაც სხვამ არ მოითმინა და როდესაც ამ სხვა ადამიანს ბედნიერს ხედავენ შინაგანი პროტესტი უჩნდებათ იმის გამო, რომ თვითონ ვერ გააკეთეს“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: ginsc.net