თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) ეხმიანება მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
მედია საშუალების - reginfo.ge მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი პირების მკვლელობის არაეფექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ თავის აფეთქების იდეის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სუს-ისგან თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს ინფორმაცია გამოძიების დაწყების ფაქტთან დაკავშირებით არ მიუღია. დღის განმავლობაში EMC-იმ, ასევე, ვერ შეძლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის მიღება გამოძიების დაწყების ფაქტთან, პერიოდთან და სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით. ინფორმაციის სიმწირის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ მ. მაჩალიკაშვილის მიმართ დაწყებული გამოძიება დაუსაბუთებელი და პრობლემურია", - აცხადებს EMC, - მოვუწოდებთ სუს-ს არ მოახდინოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკური ინსტუმენტალიზება და სწორედ ამ უწყების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის დამატებითი უფლებრივი ზიანის მიყენება. იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრთან თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქემზე საგანგებო შეხვედრის შემდეგ, მიმდინარე გამოძიების პროცესში არც ერთი ნაბიჯი პროკურატურის მიერ არ გადადგმულა, სუს-ის მიერ დაზარალებულის ემოციურ განცხადებაზე დაწყებული გამოძიება კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ".
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი