კახეთი. საგარეჯოში არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პრობლემების კვლევის პრეზენტაცია გამართა.
ლიდერ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც საგარეჯოს 3 სოფელში ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ხელშეწყობით რამდენიმე თვეა მუშაობს, ადგილობრივ ხელისუფლებას მოკვლეული პრობლემები გააცნო.
ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოს სოფელ უდანოდან საგარეჯომდე საზოგადობერივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, რაც მნიშველოვან პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. გარდა ამისა ითქვა, რომ სოფელში არ არის გარე განათება და მოწესრიგებული შიდა გზები.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლის, კახა ჯამბურის თქმით, მსგავსი საინიციატივო ჯგუფები, რომელიც თავის მხრივ ქალბატონების გააქტიურებას ითვალისწინებს, კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში შეიქმნა: „ქალბატონები იკვლევენ, სწავლობენ და კონკრეტულ გეგმებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით წარუდგენენ", -აღნიშნა ჯამბურიამ.
ანალოგიური ტიპის შეხვედრების გამართვას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი უახლოეს მომავალში თელავში, ყვარელსა და ლაგოდეხშიც გეგმავს.