თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ვაკო ნაცვლიშვილის ბლოგპოსტს: „ჭკუასუსტები, ლოთები, მათხოვრები“ - საქართველოს სოციალური კანონის მოკლე ისტორია.
„სოციალური დახმარების სისტემა დღემდე მოქმედებს იმ ლოგიკის ფარგლებში, რომელიც 2006 წელს მიღებულმა სოციალური დახმარების შესახებ კანონმა განსაზღვრა. ის საჩუქარია და, მისი ოდენობით თუ ვიმსჯელებთ, სიმბოლური საჩუქარი. ასეთი სოციალური დაცვის სისტემის შენარჩუნების ბაზისური არგუმენტი ის არის, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და თავს უფლებას ვერ მისცემს, სოციალური დაცვის სამართლიანი სისტემა ჰქონდეს; რომ ღირსეული დახმარება მისცეს მათ, ვისაც ეს სჭირდება. საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ ამ ღარიბი ქვეყნის მთავრობას უარი არასდროს უთქვამს, ძვირიანი საპოლიციო სისტემა აეშენებინა; საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ ბანკები, საავადმყოფოები, კაზინოები, აფთიაქები რეკორდულად მდიდრდებიან. ამიტომ, არგუმენტს, რომლის მიხედვით საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ღირსეული სოციალური დაცვა ვერ ექნება, შინაარსი არ აქვს. უფრო მეტად, ეს არის არგუმენტი, რომელიც სახელმწიფოს უმოქმედებას ამართლებს“, ნათქვამია ნაშრომში.
სრულად...
წყარო: socialjustice.org.ge