შიდა ქართლი. 14 ივნისს, გორის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში საერთაშორისო ორგანიზაციამ „ევრიჩაილდმა" და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა: საზოგადოება „ბილიკმა" და „მიმღებ მშობელთა ორგანიზაციამ" წარადგენეს ბავშვზე
სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების - მინდობით აღზრდის, მცირე
საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების საჭიროებათა კვლევის შედეგები.
საჭიროებათა კვლევა
„ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირი
აფინანსებს და „ევრიჩაილდი" ახორციელებს. ეს პირველი შეფასებაა, რომელმაც
დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში მოქმედ ბავშვზე ზრუნვის სამივე სახის
ალტერნატიულ მომსახურება მოიცვა.
კვლევის შედეგების
საფუძველზე პროექტის 11-მა პარტნიორმა ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავა რიგი
რეკომენდაციები, რომლებიც სისტემურ/სტრუქტურულ, ადმინისტრაციულ, ჯანდაცვის,
განათლების, დაფინანსებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროებს ეხება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე
საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მასმედიის წარმომადგენლები.
კვლევის შედეგების და
შეთავაზებული რეკომენდაციების წარდგენის შემდეგ გაიმართება დისკუსია.